ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014
ვიკიპედიიდან
2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები (ასევე XXII ზამთრის ოლიმპიადა), საერთაშორისო ასპარეზობაა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში, რომელიც 2014 წლის 7-23 თებერვალს შედგება. მასპინძელი ქალაქი სოჭი, რუსეთი, 2007 წლის 4 ივლისს შეარჩია 119-ე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქალაქ გვატემალაში, გვატემალა. ეს რუსეთისთვის რიგით მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, რომელიც მოსკოვში ჩატარდა.