ვაფენ-სს
ვიკიპედიიდან
«ვაფენ-სს» (გერმ.: Waffen-SS) იყო «სს»-ის პარამილიტარისტული ორგანიზაცია. იგი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად და მანამდე არსებული «სს»-ის სპეცრაზმების გაერთიანებით წარმოიშვა. თავდაპირველად ორგანიზაციის სახელი იყო «სს-ის სარეზერვო რაზმი». სახელწოდება «ვაფენ-სს» პირველად 1939-1940 წლის ზამთარში იხმარეს. ომის მომდევნო წლებში «ვაფენ-სს» «სს»-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის ერთგვარ "ელიტარულ არმიად" გადაიქცა და გერმანიის შეიარაღებულ ფორმირებათა იერარქიულ კიბეზე ყველაზე მაღალი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე «ვაფენ-სს» ომის პერიოდში საუკეთესო და თანამედროვე იარაღით იყო აღჭურვილი და პროპაგანდა მისი "უძლეველობის" შესახებ მითებს თხზავდა.
«ვაფენ-სს» იყო ნაცისტური გერმანიის მთავრი დამსჯელი იარაღი იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფრონტზე სსრკ-ის წინააღმდეგ. ორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე იყო ჰოლოკოსტში:
- მისი რიგებიდან კომპლექტდებოდა კონცბანაკების საყარაულო პერსონალი.
- მისი ბრიგადები სსრკ-ის ტერიტორიაზე ებრაული მოსახლეობის და საბჭოთა კომისრების სიტემატიურ განადგურებას ეწოდნენ.
- უარყოფდა რა საერთაშორისო ომის კანონებს «ვაფენ-სს» ეწეოდა ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების და ბავშვების სისტემატიურ განადგურებას ეთნიკური ნიშნის მიხედვით.