ეპლი
ვიკიპედიიდან
Apple Inc. | |
---|---|
ტიპი: | საზოგადო/სააქციო |
დევიზი: | იფიქრე სხვანაირად |
დაფუძნდა: | 1 აპრილი, 1976 |
მდებარეობა: | კალიფორნია |
წამყვანი: | სტივ ჯობსი |
დარგი: | სამომხმარებლო ელექტრონიკა |
პროდუქცია: | კომპიუტერები, მედია-პლეერები, მობ. ტელეფონები, პროგრამული უზრუნველყოფა |
ბრუნვა: | $19,3 მილიარდი (1კვ.2006) |
საწარმოო შემოსავალი: | $2,12 მილიარდი (1კვ.2006) |
სუფთა მოგება: | $1,73 მილიარდი (1კვ.2006) |
თანამშრომელი: | 17.787 |
ვებგვერდი: | apple.com |
ეპლი (ინგლ. Apple Inc.; NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC) (ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინით კუპერტინოში, კალიფორნია, ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის აიფონის, ეპლ-ტვ და ახალი ოპერაციული სისტემა მაკ ოს X "ლეოპარდის" დამუშავებით.
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. ეპლის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს X ოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი. ეპლი ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად მაკ-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.
2006 ფისკალურ წელს ეპლის გაყიდვებმა $19,3 მილიარდი შეადგინა.