ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო
ვიკიპედიიდან
ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო - ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, მდებარეობს ლუქსემბურგში, შედგება 25 მოსამართლისა და 8 გენერალური ადვოკატისაგან, რომლებიც ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე 6 წლის ვადით. სასამართლოს ფუქციაა, უზრუნველყოს თანამეგობრობის აქტების ინტერპრეტაცია და განხორციელება სადამფუძნებლო ხელშეკრულებათა შესაბამისად.
ევროპულ თანაბეგობრობათა სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც უფლება აქვს, გამოიტანოს დასკვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის სწორი ინტერპრეტაციის თაობაზე. სასამართლო იღებს და იხილავს შემდეგი ტიპის სარჩელებს:
- სარჩელი ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ;
- სარჩელი თანამეგობრობის აქტის ბათილობის შესახებ;
- სარჩელი თანამეგობრობის რომელიმე ორგანოს უმოქმედობის შესახებ;
- სარჩელი ზიანის მიყენების შესახებ;
- ეროვნული სასამართლოს მოთხოვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე.
ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო უშუალოდ იხილავს მხოლოდ იმ სარჩელებს, რომელიც ევროკომისიის ან წევრ–სახელმწიფოთა მიერ არის შეტანილი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ სარჩელები თანამეგობრობის აქტის ბათილობის, თანამეგობრობის ორგანოს უმოქმედობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ თანამეგობრობათა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებათა გასაჩივრება ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოში შეიძლება. თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სურს დააყენოს საკითხი წევრი–ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, მას შეუძლია მიმართოს ევროკომისიას, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ფაქტები, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს ქვეყანას ვადა მათ გამოსასწორებლად და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა _ აღძრას საქმე თანამეგობრობათა სასამართლოში.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |