გრამიტონ ასათიანი
ვიკიპედიიდან
გრამიტონ ყაფლანის ძე ასათიანი (* 6 ივნისი/19 ივნისი, 1895, სოფ. ტვიში, ახლანდელი ცაგერის რაიონი ― † 5 თებერვალი, 1979, თბილისი), ქართველი გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1960).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1927 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1945-1948 წლებში განაგებდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953-1968 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილებას. შეისწავლა ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი.