გოჭის ხუთშაბათი
ვიკიპედიიდან
გოჭის ხუთშაბათი, შინაური საქონლისა და ფრინველის გამრავლებასთან დაკავშირებული ადრე საგაზაფხულო დღეობა რაჭაში. იმართებოდა ყველიერის წინა ხუთშაბათს. სადღესასწაულოდ ნასუქ გოჭს და ყვერულს დაკლავდნენ, საღამოს "განატეხს" (შესაწირავ პურს) გამოაცხობდნენ და საქონელს დალოცავდნენ.