See also ebooksgratis.com: no banners, no cookies, totally FREE.

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
გიორგი ქართველიშვილი - ვიკიპედია

გიორგი ქართველიშვილი

ვიკიპედიიდან

გიორგი ქართველიშვილი
Georges Kartveloff

საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი
დაბ. თარიღი: 1827
დაბ. ადგილი: თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი: 1901
გარდ. ადგილი: თბილისი, საქართველო

გიორგი ქართველიშვილი (1827 - 1901) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და ქველმოქმედი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

გიორგი ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, დავით ქართველიშვილის ოჯახში. ჰყავდა მეუღლე, თამარ მჭედლიძე, და 11 შვილი - ერთი მათგანი ნიკოლოზ ქართველიშვილი, შემდგომში ქართული მუსიკალური ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწე. გარდაიცვალა 1901 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც მისი შემწეობით აიგო მე-19 საუკუნის ბოლოს.

[რედაქტირება] მოღვაწეობა

[რედაქტირება] სამეწარმეო საქმიანობა

ქართველიშვილის (და მისი კომპანიონი ზეზემანის) ფირმა ფლობდა ორთქლის ძრავებზე მომუშავე ხის გადამამუშავებელ 3 მსხვილ ქარხანას შიდა ქართლში (გორის მაზრა), სოფელ ატენსა და ხანდისში. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, რომლის დიდი ნაწილი (განძელების სახით) სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას ხმარდებოდა, ქართველიშვილმა ააშენა რკინიგზა ატენიდან გორამდე.

ქართველიშვილი ასევე ეწეოდა მსხვილ სავაჭრო საქმიანობას და ატარებდა პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა.

[რედაქტირება] საქველმოქმედო საქმიანობა

ქართველიშვილი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში, თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას.

ვეფხისტყაოსანი, გამოცემული გ. ქართველიშვილის მიერ. 1888 წ.
ვეფხისტყაოსანი, გამოცემული გ. ქართველიშვილის მიერ. 1888 წ.

1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიჰაი ზიჩი. 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას საჩუქრად გადასცა. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია. მხატვარი მიჰაი ზიჩი
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია. მხატვარი მიჰაი ზიჩი

1880-1884 წლებში ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

1885 წელს, გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით).

ქართველიშვილის დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი. ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს. როგორც გაზეთი ივერია აღნიშნავდა,

არცერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა.


[რედაქტირება] საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-1885 წლებში, ქართველიშვილი გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ დროებას.

ქართველიშვილი ატარებდა რუსეთის იმპერიის საპატიო მოქალაქის წოდებას (Потомственный Почетный Гражданин Российской Империи).


[რედაქტირება] დამატებითი ლიტერატურა და წყაროები

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.5
  • ზ. ჭიჭინაძე, ქართველთ მრეწველნი - გიორგი დავითისძე ქართველიშვილი, 1904
  • ქ. მუშკუდიანი - მეცნიერება და ტექნიკა, #7-9, 2000წ.

[რედაქტირება] იხილეთ ასევე

სხვა ენებზე


aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -