განათლება
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "განათლება" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: განათლება (მრავალმნიშვნელოვანი) |
განათლება - სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.
განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ პასიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
[რედაქტირება] საგანმანათლებლო დაწესებულებები
- სკოლამდელი განათლება:
- საშუალო განათლება: სკოლა, გიმნაზია, ლიცეუმი, კოლეჯი.
- უმაღლესი განათლება: ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, აკადემია.
- განათლების ალტერნატიული დაფინანსება საქართველოში: განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი (განათლების არაკომერციული დაკრედიტების და სტუდენტთა დასაქმების პროგრამა)
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი