არმია
ვიკიპედიიდან
არმია იგივეა რაც ჯარი. არმია არის კრებსითი სახელწოდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს (ჯარებს). არმიის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. არმია ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. არმიის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.