ანტარქტიდა
ვიკიპედიიდან
ანტარქტიდა (ბერძ. ἀνταρκτικός, საპირისპირო არქტიკის) - კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და თითქმის სრულად დაფარული ყინულით, ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აცრ ინდოეთის, წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 12.4 მლნ კვ. კმ (ასევე 1.6 მლნ. კბ. კმ. შეადგენს შელფური ყინულები).
ანტარქტიდა აღმოჩენილ იქნა 1820 წლის 16 (28 იანვარს) რუსეთის ექსპედიციის მიერ ფადეი ბელინსგაუზენისა და მიხაილ ლაზარევის მეთაურობით, რომელიც კონტინენტთან 69°21′ ს.გნ. 2°14′ დ.გრ. კოორდინატებთან მიუახლოვდნენ (ამჟამიდელი ბელინსგაუზენის ყინულოვანი შელფის რაიონში).