ანისის სამეფო
ვიკიპედიიდან
ანისის სამეფო - ფეოდალური სამეფო 960-იანი წლებიდან 1045 წლამდე, აერთიანებდა სომხეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს. დედაქალაქი - ანისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენლები, რომლებაც დაამხეს არაბთა სახალიფოს ხელისუფლება და გააერთიანეს სომხური მიწები, უპირატეს აღმოსავლეთ სომხეთში. სამეფოს ცენტრი იყო შირაკის ოლქი, ამიტომ ხშირად მას შირაკის სამეფოსაც უწოდებენ. სამეფოში ვითარდებოდა ფეოდალური მიწათმოქმედება, ხელოსნობა და ვაჭრობა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქების განვითარებას. მაღალ დონეს მიაღწია მეცნიერებამ, ხელოვნებამ, ლიტერატურამ, არქიტექტურამ. ფეოდალურმა დაქსაქსულობის შედეგად წარმოიქმნა ვასპურაკანის (908), ყარსის (963), სიუნიკის (970), ტაშირ-ძორაგეტის (978) სამეფოები, რომლების ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ბაგრატუნებთან. 1045 წელს ბიზანტიის ექსპანსიის შედეგად ანისის სამეფო დაემხო.