ალჟირი
ვიკიპედიიდან
ალჟირი |
|
ალჟირის დროშა | ალჟირის გერბი |
ფართობი: 2,381,740 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
- ეროვნული: الجزائر (al-Jazair), Al Jumhuriyah al Jazairiyah ad Dimuqratiyah ash Shaabiyah; Algerie, Republique Democratique Populaire d'Algerie.
- ეტიმოლოგია: ალჟირი არის ფრანგული ფორმა არაბული სიტყვისა (ალ-ჯაზაირ) ანუ კუნძულები. სახელწოდება თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სხვა სახელები: Algérie (ფრანგული); Argelia (ესპანური); Tamurt n Ldzayer (ბერბერული).
[რედაქტირება] გეოგრაფია
ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2.381.740 კვ.კმ. ტერიტორიის 80% უდაბნოს უჭირავს.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი (Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 48 ვილაიეთი (Wilayat).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 32,531,853 (2003), მათ შორის ალჟირელი არაბი 80%, ბერბერი 20%. ბერბერები ალჟირის ძირძველი მოსახლეობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა ძირითადად უდაბნოსა და ძნელად მისადგომ რეგიონებში.
- სახელმწიფო ენა : არაბული. სხვა ენები - ფრანგული და ბერბერული.
- რელიგია : ისლამი (სუნიზმი).
- დედაქალაქი : ალჟირი (1,7 მლნ).
- ქალაქები (ათ.) : ორანი (752), კონსტანტინი (530), ბატნა (278), ანაბა (246).
[რედაქტირება] ეკონომიკა
1950-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლის ექპორტით ზღვით ხდება საფრანგეთსა და იტალიაში.
- რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, ურანი, ტყვია, თუთია.
- ექსპორტი : ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ზეთისხილი, ღვინო.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1.720 $.
- ვალუტა : ალჟირული დინარი (DZD).
[რედაქტირება] ისტორია
დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან გამოაცხადა 1962 წელს. 1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი. 1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ფრონტმა - პრეზიდენტი გახდა ბენჯედიდ შადლი. ისლამისტების გააქტიურებას მოჰყვა სამხედროთა მოსვლა ხელისუფლებაში: ქვეყანას მართავდნენ მოჰამედ ბუდიაფი (1992-93), ალი კაფი (1993-94), ლიამ ზერუალი (1994-99). მას შემდეგ სამხედრო ხელისუფლებისა და ისლამისტი რადიკალების დაპირისპირება, რომელიც ხშირად სისხლიან კონფლიქტებში გადადის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად იქცა. 2001 წლის ოქტომბერში, ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შემდეგ, ოფიციალურად იქნა აღიარებული ჰერჰერული ენა და ამ ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;
- ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, მე-11 ს.).
- მზაბის ველის ფორტიფიკაციები, ჯამილას კომპლექსი, ქასბა (ისლამური ქალაქი); ფინიკიური, რომაული და ბიზანტიური ქალაქების ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.