ალბანური ენა
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ალბანური ენა" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალბანური ენა (მრავალმნიშვნელოვანი) |
ალბანური ენა – ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს არის ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5,5 მლნ
- ენის კოდი: sq
- სახელწოდება: sq Gjuha shqipe; en Albanian; eo Albana
- დამწერლობა: ლათინური, წერილობითი ძეგლები XVI ს-დან
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ბულგარეთი, უკრაინა
[რედაქტირება] გრამატიკა
მე-17 საუკუნეში იყო მცდელობა ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის აგრეთვე დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh. მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Tungjatjeta; Allo
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Mirë se vini; Mirë se erdhët
- გმადლობთ: Faleminderit; Faleminderit shumë
- კი / არა: Po / Jo
- გეთაყვა: Ju lutem; Të lutem
- ნახვამდის: Mirë upafshim