ფრანსუა ჟაკობი
ვიკიპედიიდან
ჟაკობი, ფრანსუა (* 17 ივნისი, 1920, ნანსი), ფრანგი ბიოლოგი. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტი. 1950-იდან მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. 1960-იდან ხელმძღვანელობდა კოლეჟ დე ფრანსის მიკროორგანიზმების გენეტიკის განყოფილებას, ხოლო 1965-იდან - უჯრედის გენეტიკის კათედრას. მისი გამოკვლევები შეეხება ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკას - ლიზოგენიის გენეტიკას, ეპისომების კონცეფციას (1958), ჰიპოთეზებს (ჟ. მონოსთან ერთად) ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავას მონაწილეობით გენეტიკური ინფორმაციის გადატანის, ბაქტერიებში ცილის სინთეზის გენეტიკური რეგულაციის მექანიზმის (ოპერონის კონცეფცია) შესახებ. 1965 ა. ლვოვთან და ჟ. მონოსთან ერთად ჟაკობს ნობელის პრემია მიანიჭა.