რონა-ალპები
ვიკიპედიიდან
რონა-ალპები (ფრ. Rhone-Alpes) არის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ალპების დასავლეთ ნაწილში, კვეთს მდინარე რონა. შედგება 8 დეპარტამენტისაგან: Ain, Ardeche, Drome, Isere, Loire, Rhone, Savoie, Haute-Savoie.
- ფართობი - 43,7 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 5,3 მლნ.
- ქალაქები: ლიონი, გრენობლი, შამბერი, ანესი, სენტ-ეტიენი, ვალანსი.
რონა-ალპები ეკონომიურად ერთ-ერთი ძლიერი რეგიონია. აქ არის მეღვინეობის ცნობილი ცენტრები შენა, ფლერი და ბუჟელე.