პოსტმოდერნიზმი
ვიკიპედიიდან
პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე“, post “შემდეგი“) XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.
პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.
სექციების სია |
[რედაქტირება] პოსტმოდერნისტული ესთეტიკა
თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვლადიმირ ნაბოკოვის „ფერმკრთალი ალი“, სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. დისტანციაციის ეფექტი. პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების კოლაჟი ყოველგვარი ჰარმონიის გარეშე. მაგ. ირლანდიელი ფლენ ო’ბრაიენის რომანი At swim-two-birds, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: ვესტერნი, შუასაუკუნის ეპოპეა, ზღაპარი და ვოდევილი. მართალია, კოლაჟს ამგვარი ფორმით მოდერნიზმიც იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და დისტანციაციის ეფექტის მისაღწევად. პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას ელიტარულ და პოპულარულ კულტურას შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ხელოვნებისა და რეკლამის შერწყმა.
[რედაქტირება] ლიტერატურა:
- ჯონ ბარტი
- დონალდ ბარტელმი
- ხორხე ლუის ბორხესი
- ფილიპ სოლერსი
- ოსვალდ ვინერი
- იტალო კალვინო
- ვლადიმირ ნაბოკოვი
- ტომას პინჩონი
- ჟან-მიშელ ესპიტალიე
- ფრანკ ლაროზი
[რედაქტირება] ფილოსოფია
- ჟაკ დერიდა
- ჟან ბოდრიიარი
[რედაქტირება] არქიტექტურა
- რიკარდო ბოფი, ანტიგონეს უბანი მონპელიეში
- ფრანკ გერი, გუგენეიმის მუზეუმი ბილბაოში
[რედაქტირება] მუსიკა
- იგორ სტრავინსკი
- ლუჩანო ბერიო
[რედაქტირება] იხ. ასევე
- დეკონსტრუქცია
- დეკონსტრუქტივიზმი
- მოდერნიზმი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურული ტერმინების საერთაშორისო ლექსიკონი - პოსტმოდერნიზმი