პლანეტა
ვიკიპედიიდან
პლატენა ზოგადი განსაზღვრებით არის ვარსკვლავის ირგვლივ სტაბილურ ორბიტაზე მოძრავი შედარებით დიდი მასის ციური სხეული. ციური სხეული, რომელიც საკმარისაც მასიური ხდება მასზე ბირთვული რეაქციების დასაწყებად უკვე ვარსკვლავად ითვლება, და ის პლანეტა არაა. ისტორიული კონსენსუსის თანახმად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ჩვენს მზის სისტემაში მოიაზრებს ცხრა პლანეტას, თუმცა ეს რიცხვი სავარაუდოდ შეიცვლება თორმეტით 2006 წლის 24 აგვისტოს საკ-ის გენერალურ ასამბლეაზე პლანეტის ახალი განსაზღვრების კენჭისყრით დამტკიცების შემდეგ.