მეხიკო
ვიკიპედიიდან
განედი | 19° 24′-19° 03′ N |
გრძედი | 98° 57′-99° 22′ W |
მთავრობის თავმჯდომარე | ალეხანდრო ენსინას როდრიგესი |
ფართობი (კმ²) | 1,547 კმ² (D.F.) 4,986 km² (მეხიკოს მეტროპოლია) |
მოსახლეობა (2000 ცენზი) |
8,605,239 ([1]) (მეხიკოს ფედ. ოლქი) 17,308,562 ([2]) (მეხიკოს მეტროპოლია) |
სიმჭიდროვე (მოს./კმ²) | 5,563/კმ² (მეხიკოს ფედ. ოლქი) |
დროის სარტყელი (UTC) | -6 UTC ცსდ |
საფოსტო კოდი | DF |
ISO 3166-2 კოდი | MX-DIF |
სატ. კოდი | ქვეყანა +52 / რეგიონი 55 |
მეხიკო-სიტი (ესპ.: Ciudad de México, México D.F. ან უბრალოდ México) -- მექსიკის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. "Distrito Federal" ხშირად შემოკლებით მოიხსენიება, როგორც "D.F."; მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, მეგაპოლისთა კლასში. მდებარეობს მეხიკოს ხეობაში, მექსიკის ცენტრის მაღალ პლატოზე, დაახ. 2.240 მეტრში ზღვის დონიდან, თითქმის ყოველი მხრიდან გარშემორტყმული 4.000-5.000 მ. სიმაღლის ვულკანური მთებით.
მეხიკო-სიტი, როგორც მუნიციპალიტეტი დაფუძნდა 1521 წელს ჰერნან კორტესის მიერ ამჟამად დამშრალი ტბის ტეხკოკოს, ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა და მისი ნაკლებად ცნობილი დობილი ქალაქი ტლატელოლკოს შუაში. მუნიციპალიტეტი 1928 წელს გაუქმდა და სახელი "მეხიკო-სიტი" ამჟამდ ორ რამეზე მიუთითებს:
- ოფიციალურად Ciudad de México გამოიყენება მეხიკოს ფედერალური ოლქის (Distrito Federal) მიერ. ფედერალური ოლქი მეხიკოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს და მას მეხიკოს ფედერალური მთავრობა მართავს. ეს ოლქი მეხიკო-სიტის ისტორიულ ცენტრს მოიცავს, თუმცა ის გაცილებით დიდია ვინემ 1928 წელს გაუქმებული ისტორიული მუნიციპალიტეტი იყო. მეხიკო-სიტის ურბანიზებული ნაწილი მოიცავს ოლქის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთი დაბის ტიპისაა და მთაგორიანი რელიეგი აქვს.