ლანგედოკი-რუსილონი
ვიკიპედიიდან
ლანგედოკი-რუსილონი (ფრ. Languedoc-Roussillon, ოქც. Lengadoc-Rosselhon) არის ადმინისტრაციული რეგიონი საფრანგეთის სამხრეთში ხმელთაშუა ზღვასა და პირენეებს შორის. იგი ესპანეთს ესაზღვრება და წარმოადგენს ორი პროვინციის, ოქციტანურენოვანი ლანგედოკის და კატალანურენოვანი რუსილონის გაერთიანებას. შედგება 5 დეპარტამენტისაგან: Aude, Gard, Herault, Lozere, Pyrenees-Orientales.
- ფართობი – 27,4 ათასი.
- მოსახლეობა – 2 მლნ.
- ქალაქები: მონპელიე, ბეზიერი, პერპინიანი, ნარბონი, კარკასონი, ნიმი.